ახალი ამბები

არჩილ კბილაშვილი: პროკურატურა შორს უნდა იყოს ბიზნესისგან

13 მარტი, 2013 •
არჩილ კბილაშვილი: პროკურატურა შორს უნდა იყოს ბიზნესისგან

მთავარი პროკურორის და ბიზნესის შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო.

 

კბილაშვილი
კბილაშვილი

არჩილ კბილაშვილის განცახდებით, პროკურატურა შორს უნდა იდგეს ბიზნესისაგან და ჯარიმები არ უნდა იყოს ბიუჯეტის შევსების წყარო: “ჩვენ ვისაუბრეთ, როგორ უნდა მოხდეს ამ პრობლემის აღმოფხვრა. გარდა ამისა, საუბარი შეეხებოდა იმას, თუ როგორ ვუყურებთ ჯარიმების თემას, რომ ეს აღარ უნდა იყოს ბიუჯეტის შევსების საშუალება და რომ პროკურატურა არ უნდა იყოს დაკავებული ბიუჯეტის შევსების საკითხით”

 

არჩილ კბილაშვილის განცხადებით, ბიზნესთან საუბარი შეეხებოდა იმ თემასაც, როცა  წარსულში ბიზენსმენებს საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ უხდებოდათ სხვადასხვა სტრუქტურისა თუ პირისთვის თანხების გადარიცხვა და ქონების გადაცემა.  მთავარი პროკურორის განმარტებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ აზრთა მოსაზრებების გაცვლა-გამოცვლის მიზნით შეხვედრებს რეგულარულად გამართავენ.

 

არჩილ კბილაშვილთან შეხვედრას 50 ბიზნესკომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა. “საქართველოს ბანკის” გენერალური დირექტორის ირაკლი გილაურის თქმით, შეხვედრის ძირითადი მესიჯი იყო ის, რომ პროკურატურა უნდა იყოს ბიზნესისგან შორს: “რაც მისასალმებელია. მივიღეთ განმარტება, რომ ბიზენსმენების დასჯა და ჯარიმები უნდა იყოს გონივრული. კონკრეტული შეკითხვები სხვა თემებზე არ ყოფილა.”

 

ბიზნესისა და მთავარი პროკურორის შეხვედრას საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი ზურაბ გვასალია ესწრებოდა:” კარგია, რომ პროკურატურამ გამოხატა მზაობა, რომ ბიზნესს შეხვედროდა. აქ არ იყო კონკრეტულ თემებზე საუბარი, თუმცა გაკეთადა მთავარი განაცხადი, რომ პროკურატურას არ უნდა ჰქონდეს ურთიერთობა ბიზნესთან, ეს სწორი შეფასებაა. პროკურატურამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ბიზნესს ხელი არ შეეშალოს. “

 

ზურაბ გვასალიას განცხადებით, ბიზნესს ყველაზე მეტად აწუხებს ის საქმეები, რომლებიც ჯერ არ არის დახურული:”ძალზედ მწვავედ დგას  გირაოების საკითხი, რომელიც ეკონომიკური დანაშაულისათვის ადეკვატური არ იყო. უამრავი ასეთი საქმეა ეკონომიკურ დანაშაულზე. მთავარი პროკურორი დაგვპირდა, რომ გადახედავს ამ საქმეებს.”

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი