ახალი ამბები

ჯიპა-ფრიდმანის პრიზი ნოდარ მელაძემ მიიღო

14 ივნისი, 2017 •
ჯიპა-ფრიდმანის პრიზი  ნოდარ მელაძემ მიიღო

2017 წლის ჯიპა-ფრიდმანის პრიზი რუსთავის 2-ის ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ მიიღო მოსამართლე ნატა ნაზღაიძეზე მომზადებული გამოძიებისთვის, რომელიც ჟიურიმ წლის საუკეთესო ჟურნალისტურ ნამუშევრად აღიარა.

ფრიდმანის პრიზი ნოდარ მელაძეს

ფრიდმანის პრიზი ნოდარ მელაძეს

მოსამართლეზე მომზადებული მასალა რუსთავი 2-ის  ეთერში 2017 წლის თებერვალში გავიდა და ეს თემა დღემდე აქტუალურია.

13 ივნისს დაჯილდოების ცერემონიალზე საპატიო სიგელები, ზოგიერთს კი ფულადი ჯილდოც, გადაეცა კონკურსში მინაწილე რამდენიმე ჟურნალისტს – გიორგი გვიშიანს, სალომე ცეცხლაძეს, გიორგი მგელაძეს, ნათია ჩეხერიას და ნანა ბიგანიშვილს.

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა ჯიპა-ფრიდმანის პრიზი, ევროპული ჟურნალისტიკის ცენტრის მხარდაჭერით (EJC), საქართველოში საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრების გამოსავლენად 2012 წელს დააარსა.

ჯოშ ფრიდმანი არის Carey Institute for Global Good-ის ვიცეთავდჯომარე, Protect Journalists – ის კომიტეტის წევრი, Dart Center on Journalism and Trauma – ის მრჩეველთა საბჭოს წევრი. ფრიდმანს მიღებული აქვს მრავალი ჯილდო ჟურნალისტიკაში, მათ შორის პულიცერის პრემია, რომელიც 1985 წელს ეთიოპიის შიმშილობის საერთაშორისო რეპორტინგისთვის მიიღო. ჯოშ ფრიდმანი ასწავლიდა საერთაშორისო რეპორტინგს, იყო საერთაშორისო პროგრამებისა და კოლუმბიის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სკოლის, Cabot Prizes – ის ხელმძღვანელი. მთავარი რედაქტორი Soho Weekly News -ში, ნიუ იორკში, და Philadelphia Inquirer – ის რეპორტიორი.

მასალების გადაბეჭდვის წესი