“ჩხუბია აქ. გეხვერწებით, მოდით რა, კონსტიტუციის ორ ნომერში, ჩქარა რა, გთხოვთ, ” – განუცხადა “ნეტგაზეთს” ეკა ჯაჯანიძემ.
შეგახსენებთ, რომ 10 მარტს ყოფილ “ზაკვოს” შენობაში მყოფი პირების ნაწილი შენობის მიღმა დარჩა. მათი თქმით, საღამოს “თი ბი სი” ბანკმა შენობაში დაცვა დააყენა და ვინც იმ ღამით არ იმყოფებოდა შენობაში, დილით აღარ შეუშვა. ხოლო მათ, ვინც ღამე შენობაში გაათენეს, პირადობის მოწმობის ჩვენების შემდეგ შესაძლებლობა აქვთ შევიდნენ, ან დატოვონ შენობა. გარეთ დარჩენილი პირები აცხადებენ, რომ ზოგი მათგანი ღამით მუშაობდა, ზოგმა ექიმთან აუცილებელი ვიზიტის გამო დატოვა გვიან ღამით შენობა, ნაწილი აცხადებს, რომ პირადი ჰიგიენის მოწესრიგების მიზნით წავიდნენ.
10 მარტს “ზაკვოს” შენობასთან იმყოფებოდნენ “თი ბი სი” ბანკის წარმომადგენლები:
“თუ ადამიანი ღამე რჩება ასეთ პირობებში, ეს ნიშნავს, რომ ის მართლაც გაჭირვებულია და ჩვენ მათ ხელს არანაირად არ ვუშლით. იმ ადამიანებს, რომლებიც ღამით აქ არ არიან, ეს ნიშნავს, რომ მათ სადღაც დასარჩენი გააჩნიათ, ამიტომაც ჩვენ ამ ხალხს ვერ შევუშვებთ, რადგან მათ პრაქტიკულად გააჩნიათ საცხოვრისი, რადგან ისინი ღამით აქ არ იმყოფებოდნენ”– განუცხადა “ნეტგაზეთს” ვანო ბალიაშვილმა, ბანკის გენერალური დირექტორის მოადგლემ.