ახალი ამბები

ივანიშვილი: სააკაშვილი მიიღებს არა მარტო ქართველი ხალხის, არამედ დემოკრატიული სამყაროს რისხვას

13 მარტი, 2013 •
ივანიშვილი: სააკაშვილი მიიღებს არა მარტო ქართველი ხალხის, არამედ დემოკრატიული სამყაროს რისხვას

“ჩემთვის პირადად პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს, საპარლამენტო უმცირესობა ამას დაუჭერს თუ არა მხარს. ეს მათი თამაშია, ნაციონალური მოძრაობის წევრები საკუთარ თავს ეპაექრებიან და ვერ გააცნობიერებეს ბოლომდე, რომ ეს ასეა. ჩვენ რისი სურვილიც გვქონდა, ყველაფერი გავაკეთეთ. მე მინდოდა ამ თემის აწევა, რომ ამ საფრთხისთვის დევალვაცია გამეკეთებინა”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მისივე თქმით, უახლოეს დღეებში ევროპულ პრესაში დაიბეჭდება წერილი, რომელშიც, მისი თქმით, დეტალურად იქნება ახსნილი, როგორი კონსტიტუცია გვაქვს და რა ხარვეზებს შეიცავს ის, რომლის გამოსწორებაც აუცილებელია.

 

ივანიშვილის განცხადებით, თუ “ნაციონალები” საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ, ეს მათვე შეუქმნის პრობლემას და გაინადგურებენ პოლიტიკურ მომავალს, რადგან ევროპასა და ამერიკაშიც კარგად იციან არსებული სიტუაცია.

 

როგორც პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, თუ სააკაშვილმა გამოიყენა თავისი კონსტიტუციური უფლება და დაშალა მთავრობა და პარლამენტი, მაშინ ის მიიღებს არა მარტო ქართველი ხალხის, არამედ მთელი დემოკრატიული სამყაროს რისხვას. 

მასალების გადაბეჭდვის წესი