მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა გოჩა ზეიკიძემ თანამდებობა დატოვა. ნეტგაზეთს მათ განუცხადეს, რომ ზეიკიძემ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.
მათივე ცნობით, ზეიკიძის შემცვლელი ჯერ არ დაუნიშნავთ და უცნობია, თუ ვინ გახდება მცხეთა-მთიანეთის ახალი გუბერნატორი.
ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ გოჩა ზეიკიძე გუბერნატორის თანამდებობიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს მართვაში მყოფ კომპანია “მექანიზატორში” დირექტორის მოადგილედ გადავიდა.
ზეიკიძე გუბერნატორის თანამდებობაზე 2016 წლის მარტში დაინიშნა. 2014 წლიდან მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწუნებულის-გუბერნატორის მოადგილედ მუშაობდა, ხოლო 2012-2013 წლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროში – სპეციალისტად.