09:30 სასტუმროში „რუმს თბილისი“ (მერაბ კოსტავას 14, თბილისი), გაიმართება კვლევის ანგარიშის წარდგენა: „ქალები პოლიტიკურ პარტიებში: მითების დეკონსტრუქცია“. კვლევის მიზანია ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ხელის შემშლელი ფაქტორების შესწავლა და პოლიტიკური პარტიებისათვის რეკომენდაციების შემუშავება.
მის: რუსთაველის გამზ. 8, პარლამენტის მთავარი შეშასვლელი.
11:00 ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს ოფისში, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) გამართავს ნარკოტიკული დანაშაულების საკითხზე 2017 წლის გახმაურებული საქმეების სამართლებრივი ანალიზის შედეგების პრეზენტაციას.
11:45 საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ოფისში (გ. ლეონიძის ქ #2, ბიზნესცენტრი, მე-2 სართული), საქართველოში მოქმედი წამყვანი ბიზნეს ასოციაციები ერთობლივ,სპეციალურ განცხადებას გააკეთებენ.
12:00 ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში (ქანთარიას 11ა) ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ პრესკონფერენციას გამართავს, სადაც 2 წლის წინანდელი 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად დარჩენი პრობლემების შესახებ იქნება მსჯელობა.
13:00 ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან ზაზა ხატიაშვილი გამართავს საპროტესტო აქციას, ბავშვთა სამყაროს დაწვის შედეგად დაზარალებულთა მხარდასაჭერად.
13:00 შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ბენეფიციარებს, პროგრამის მართვის ცენტრში მოემსახურება და პაციენტების რეგისტრაციის პროცესში მიიღებს მონაწილეობას. მის: ფალიაშვილის 110- C ჰეპატიტისმართვის ცენტრი. საკ. პირი: სალომე გოგინაშვილი- 558 24 07 70
15:00 სასტუმრო “ამბასადორი კაჭრეთში’’ „კახეთისა და სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება.
16:30 მწერალთა სახლში ცნობილი ქართველი არქიტექტორის – შოთა ყავლაშვილის შემოქმედების ამსახველი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.