განათლების მინისტრმა აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტთა აქციის მიმდინარეობის დროს სტუდენტებთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა, თუმცა სტუდენტები მინისტრთან დღევანდელ შეხვედრაზე უარს აცხადებენ.
მათი თქმით, ავტორიზაციის ცენტრის შენობას ვერ დატოვებენ იქ მიმდინარე სხდომის გამო და მინისტრს დღეს ვერ შეხვდებიან.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შენობასთან ამ დროისთვის 600-მდე სტუდენტია შეკრებილი. მათი დიდი ნაწილი აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტია, მათ ასევე შეუერთდნენ კავკასიის და საავიაციო უნივერსიტეტების სტუდენტები და არასამთავრობო ორგანიზაცია “ჩვენ გვიყვარს აფხაზეთი”, რომლის წევრები აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტები არიან.
აქციის მონაწილეები ცდილობენ დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია აგრარული უნივერსიტეტის ავტორიზაციის გაუქმების საკითხთან დაკავშირებით, რომელზეც საგანამანათლებლო დაწესებულებებისთვის ავტორიზაციის მინიჭების საბჭო მსჯელობს.





