ეს განცხადება ვალერი ხაბურძანიამ “პრაიმთაიმის” პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა:
“რუსეთს უნდა დავეხმაროთ კავკასიის სრულად გაკონტროლებაში, განსაკუთრებით მის ტერიტორიებზე. ეს მისცემს რუსეთს მოტივაციას, რომ შემდგომში ჩვენთან გააუმჯებესოს ურთოერთობები. ჩვენ ეს უნდა გამოვიყენოთ ტერიტორიების დასაბრუნებლად. ეს აზრი დევს იმაში, როცა ვსაუბრობ, რომ რუსეთს უნდა მივცეთ კავკასიის სრული კონტოლის შესაძლებლობა .”
ხაბურძანიას მტკიცებით, სრული კონტროლი ეს პირდაპირ ნიშნავს მშვიდობას რეგიონში:”რუსეთის მიერ კავკასიის კონტროლი არანაირად არ გულისხმობს აქ მცხოვრები ხალხების განადგურებას და გენოციდს. რაშიც რუსეთს ბრალს დებენ ცალკეული კავკასიური ეთნიკური ჯგუფები. “
ვალერი ხაბურძანიას განცახდებით, საქართველო აუცილებლად უნდა შევიდეს რაიმე გაერთიანებაში: “დსთ–ს პერსპექტივას ნაკლებად ვხედავ, ეს მკვდარი ორგანიზაციაა. საქართველო აუცილებლად უნდა შევიდეს რაიმე გართიანებაში. მე ვერ ვხედავ კონკრეტულ თარიღს, როდის გახდება საქართველო ნატოს წევრი, რადგან ეს თარიღი არ არსებობს. ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია შევიდეთ სხვა სამხედრო–პოლიტიკურ გაერთიანებებში, რომელსაც რუსეთი შექმნის”.
