საქართველოს რკინიგზის გორი-ნიქოზის მონაკვეთზე მიმავალ მატარებელს სატვირთო ავტომობილი დაეჯახა და რელსებიდან ამოაგდო. ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით, დაშავებულია სატვირთო ავტომობილის ორი მგზავრი.
“მატარებელს დაეჯხა სატვირთო ავტომობილი. საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის. ორი ადამიანი დაზარალდა: ერთმა ფეხი მოიტეხა, ერთს ხელი აქვს ნაღრძობი. მიმდინარეობს კველვა. ჩართულია პროკურატურა. რკინიგზის დეპარტამენტიც და ადგილობრივი ხელისუფლებაც ვეხმარებით ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში სიტუაციის მოსაწესრიგებლად”, – ამბობს გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი.
