ახალი ამბები

წყნეთი-ახალდაბის გზაზე მიწის მასა ჩამოწვა

10 ივნისი, 2017 • 3577
წყნეთი-ახალდაბის გზაზე მიწის მასა ჩამოწვა

უხვი ნალექის შედეგად წყნეთი-ახალდაბის საავტომობილო გზა ჩაკეტა 10 ივნისს ჩამოწოლილმა მიწის მასამ, თუმცა შსს-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ ეს არ არის მეწყერი:

ეს არ იყო მეწყერი, მიწის მცირე მასების ჩამოშლა იყო, რომელმაც გზის გადაკეტვა გამოიწვია. უსწრაფესად მივიდნენ ჩვენი სამაშველო ჯგუფები, მობილიზება მოხდა სპეცტექნიკის, დაიწყო მობილიზება მყისიერად, მალევე აღდგა ცალმხრივად მოძრაობა, ნახევარი გზა არის გაწმენდილი”.

წყნეთი-ახალდაბის გზაზე ამ დრომდე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახური აცხადებს, მდინარე ვერეს დაგუბების საფრთხე არ ყოფილა, რადგან ჩამოწოლილი მიწის მასა არ იყო იმდენი, რომ წყალს გასავალი არ ჰქონოდა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურში უხვი ნალექის გამო შექმნილ პრობლემებზე მთელი საქართველოს მასშტაბით სულ 309 შეტყობინება შევიდა 10 ივნისის 21.00 საათამდე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი