შსს-ს საგანგებო სიტუაციების სამმართველოს ცნობით, უხვი ნალექის და სეტყვის გამო თბილისში რამდენიმე ადგილას სადარბაზოები და სარდაფები დაიტბორა.
“ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში რაც შედის, ყველა გამოძახებაზე მოხდა რეაგირება. ასეთი იყო ძირითადად ოთხი ლოკაცია. ეს იყო ძირითადად გლდანის და წერეთლის გამზირიდან შემოსული შეტყობინებები. გამოძახებები ეხებოდა სადარბაზოების და სარდაფების დატბორვას. ჩვენი სამუშაო ჯგუფები ადგილზე ოპერატიულად გავიდნენ, ახლაც გრძელდება სამუშაოები”,- აცხადებენ შსს-ს საგანგებო სიტუაციების სამართველოში.