ახალი ამბები

ჩიხრაძე: ვენეციის კომისიის რეკომენდაციებში ადეკვატურადაა ასახული თემები, რომლებიც აღელვებდა ქართულ საზოგადოებას

8 ივნისი, 2017 •
ჩიხრაძე: ვენეციის კომისიის რეკომენდაციებში ადეკვატურადაა ასახული თემები, რომლებიც აღელვებდა ქართულ საზოგადოებას

საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივნის, ფიქრია ჩიხრაძის შეფასებით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებში სწორედ ის სულისკვეთებაა ასახული, რაც ბალანსისა და გაწონასწორების მექანიზმების შემქნას უზრუნველყოფს და რომელიც ამ ხნის განმავლობაში ჰქონდა ქართულ საზოგადოებას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით.

„ცხადია, გავეცანით ვენეციის კომისიის პირველად დოკუმენტს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ რეკომენდაციებში სწორედ ის სულისკვეთებაა ასახული, რომელიც ამ ხნის განმავლობაში გვქონდა ქართულ საზოგადოებას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომ ნებისმიერი მიმართულებით, თუკი ასეთი ცვლილებები ხორციელდება, ის აუცილებლად უნდა უზრუნველყოფდეს წარმომადგენლობითობას, აუცილებლად უნდა უზრუნველყოფდეს ბალანსისა და გაწონასწორების მექანიზმების შექმნას.

ამ რეკომენდაციებში ადეკვატურადაა ასახული ის თემები, რომლებიც ასე აღელვებდა ქართულ საზოგადოებას ამ თვეების განმავლობაში, რაც საკონსტიტუციო კომისია მუშაობს და რაც ცვლილებებზეა საუბარი და, რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია საბოლოო გადაწყვეტილებების მიღების დროს”, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

შეგახსენებთ, რომ ვენეციიის კომისიამ უკვე მოამზადა საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დასკვნის პროექტი, რომელიც კრიტიკულად აფასებს საარჩევნო სისტემაში ცვლილებებს გაუნაწილებელ მანდატებთან დაკავშირებით, პრეზიდენტის არჩევისა და უფლებამოსილების საკითხებს, ქორწინების დეფინიციას და ა.შ.

მასალების გადაბეჭდვის წესი