ახალი ამბები

მაკედონიის მოქალაქე ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს

7 მარტი, 2013 • • 1052
მაკედონიის მოქალაქე ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს

შს სამინისტროს პრესსამსხურის ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1985 წელს  დაბადებული მაკედონიის რესპუბლიკის  მოქალაქე   ივან ს.  ნარკოდანაშაულისთვის  დააკავეს.

მარიხუანა
მარიხუანა

 

პირადი ჩხრეკისას მას დიდი ოდენობით 150,05 გრ გამომშრალი  ,,მარიხუანა”  აღმოაჩნდა.  ნარკოტიკული საშუალება დაკავებულმა საქართველოში მაკედონიიდან, სარფის  სასაზღვრო  გამშვები  პუნქტის  გავლით,  უკანონოდ   შემოიტანა. 

 

 

ბრალდებული  აღიარებს  ჩადენილ  დანაშაულს.

 

 

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა), რაც 7-დან 14 წლამდე  თავისუფლების  აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი