ახალი ამბები

ივანიშვილი: ჩემი პრინციპული დამოკიდებულებაა, რომ აუცილებლად დავალაგოთ ურთიერთობა რუსეთთან

5 მარტი, 2013 • • 880
ივანიშვილი: ჩემი პრინციპული დამოკიდებულებაა, რომ აუცილებლად დავალაგოთ ურთიერთობა რუსეთთან

ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია “იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში რუსულ “იზვესტიაში” გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომელშიც ნათქვამია, რომ მოსკოვში საქართველოს პრემიერს ელოდებიან და ამ ვიზიტის გასაფორმებლად უკვე დროშების შესყიდვა დაიწყო.

ბიძინა ივანიშვილი/ფოტო: Reuters
ბიძინა ივანიშვილი/ფოტო: Reuters

 

“მე პირადად მომეწონა ეს ინფორმაცია, არაფერი დამატებითი. არავითარი იატაკქვეშური თამაშები არ იქნება და ამას არც ვიკადრებთ. რაც გვაქვს ინფორმაცია, ყველაფერს ვამჟღვანებთ და საზოგადოებას ვაცნობთ.”იზვესტიას” რაც ეწერა, მე ღიმილითაც შევხვდი და სიამოვნებითაც. თუ რუსეთში ასეთი განცდა ჩნდება და თუ გარდატეხა მოხდება პროცესების, ძალიან კარგია”,–  განაცხადა ივანიშვილმა. 

 

 

ივანიშვილის განცხდებით, მისი პრინციპული პოზიციაა რუსეთთან ურთიერთობის დალაგება : “დღეს ამის არავითარი საფუძველი არ არსებობს, ჩემი პრინციპული დამოკიდებულებაა, რომ აუცილებლად უნდა დავალაგოთ ურთიერთობები რუსეთთან. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან აღიაზიანებს მიხეილ სააკაშვილს”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი