შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, “ლომისობის” დღესასწაულზე დასასწრებად მიმავალი 20-მდე ადამიანი დაშავდა. მათ მლეთიდან სალოცავამდე მისასვლელ გზაზე გადაადგილება უჭირთ.
სააგენტოს განცხადებით, დაშავებულებმა სავალ გზაზე რთული რელიეფის გამო დაცემის შედეგად მიიღეს მცირე ტიპის დაზიანებები. მათივე ცნობით, ადგილზე რჩება 65 მაშველი, რომლებიც იქ დილიდან იმყოფებიან.