პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროსად ვანო კობაიძე დაინიშნა – ამის შესახებ ნეტგაზეთს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.
2017 წლის თებერვლამდე პატრიარქის დაცვის სამსახურს სოსო ოხანაშვილი ხელმძღვანელობდა. სოსო ოხანაშვილი პატრიარქის ძმისშვილის, მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილის სიძეა. ოხანაშვილის წასვლა საპატრიაქოში არსებულ დაპირისპირებებს უკავშირდება. თებერვალში “ციანიდის საქმეზე” ოხანაშვილი პროკურატურამ დაკითხა. ოჯახის ინფორმაციით, ამჟამად ოხანაშვილი გერმანიაში სამუშაოდ იმყოფება.
სოსო ოხანაშვილის შემდეგ პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობა ზურაბ ბუჩუკურმა დაიკავა.
ამჟამად სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის სამსახურის პრესსამსახურის განმარტებით, ბუჩუკური პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაცვის სამსახურში მუშაობს.
უწყების განმარტებითვე, ვანო კობაიძე პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგა.