ახალი ამბები

მერიაში გეგმავენ, რომ ტრანსპორტში გადახდა ყველა ბარათით გახდეს შესაძლებელი

6 ივნისი, 2017 •
მერიაში გეგმავენ, რომ ტრანსპორტში გადახდა ყველა ბარათით გახდეს შესაძლებელი

თბილისის მერიის ინფორმაციით, ქალაქის მუნიციპალურ ტრანსპორტში განახლებული გადახდის სისტემის დანერგვა იგეგმება. როგორც მერიაში აცხადებენ, ქალაქის მთავრობას სურს, ტრანსპორტში საფასურის გადახდა ყველა ქართული ბანკის მიერ გამოშვებული პლასტიკური ბარათით გახადოს შესაძლებელი.

შესაბამისი ინიციატივით მერია თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უახლოეს სხდომაზე მიმართავს და პროექტის დეტალებს გააცნობს.

“გადახდა მუნიციპალურ ტრანსპორტში იქნება შესაძლებელი ქართული ბანკების მიერ გამოშვებული საბანკო ბარათებით. ასევე, ვირტუალური გადახდის საშუალება გაჩნდება მობილურის დახმარებით. გადახდის სისტემის განახლება სავარაუდოდ მიმდინარე წლის ზაფხულიდან იგეგმება,” – გვითხრეს თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

თბილისის მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა ამ ეტაპზე მხოლოდ საქართველოს ბანკის მიერ გამოშვებული ბარათებითაა შესაძლებელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი