ახალი ამბები

ივანიშვილი: ეს იყო შეხვედრა შეხვედრისთვის

4 მარტი, 2013 • 943
ივანიშვილი: ეს იყო შეხვედრა შეხვედრისთვის

ივანიშვილის თქმით, დღევანდელი შეხვედრა, რომელიც შედგა სააკაშვილის ინიციატივით, იყო შეხვედრა შეხვედრისთვის. მისი თქმით, პრეზიდენტმა მის წინაშე სამი საკითხი წამოჭრა: 

 

“პირველი თხოვნა იყო, რომ მედია უნდა გავათავისუფლო ყოველგვარის ზეწოლისგან, ასეთი უპრეცედენტო რამ ხდება თურმე ქვეყანაში. მეორე თხოვნა, რომ სასამართლო უნდა გავათავისუფლო და მესამე – ბოლო უნდა მოეღოს ქვეყანაში მასობრივ დევნას და ძალადობას ხალხზე. ჩემი შენ გითხარი იყო – დღვენადელი საუბარი”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

სააკაშვილის და ივანიშვილის მეორე შეხვედრა
სააკაშვილის და ივანიშვილის მეორე შეხვედრა

პრემიერის თქმით, მან პრეზიდენტს რამდენჯერმე შეახსენა, რომ დაეფიქსირებინა თავისი პოზიცია საკონსტიტუციო ცვლილების შესახებ, რაზეც პრემიერმა მის ბოლო წერილში გაუსვა ხაზი. ივანიშვილის განცხადებით, სააკაშვილმა ვერ გაიხსენა ვერც ერთი ქვეყანა, სადაც პრეზიდენტს ერთპიროვნულად შეუძლია მთავრობის დათხოვნა და ფორმირება და რომ ის დაპირდა პრემიერს, რომ გამოაქვეყნებს საჯაროდ წერილს, სადაც მსგავს მაგალითებს დაასახელებს.

 

“ჩემი თხოვნა იყო, რომ თავი დაანებონ მხოლოდ ევროპასთან და ამერიკასთან საუბარს და მხოლოდ მათთვის საუბარს. ჩემი თხოვნა იყო, რომ მათ ისაუბრონ ისე, რომ გასაგები იყოს საქართველოს მოქალაქეებისთვის და ნუ რჩებიან იმ ვირტუალურ სამყაროში, სადაც ისინი 9 წლის განმავლობაში იყვნენ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

საბოლოო ჯამში, ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ დღევანდელ შეხვედრით არანაირი წინსვლა არ შედგა კოაბიტაციის პროცესში, თუმცა, ივანიშვილის თქმით, ის მზადაა მომავალშიც გააგრძელოს დიალოგი.

მასალების გადაბეჭდვის წესი