ახალი ამბები

სააკაშვილისა და ივანიშვილის შეხვედრა მიმდინარეობს

4 მარტი, 2013 • 1853
სააკაშვილისა და ივანიშვილის შეხვედრა მიმდინარეობს

შეხვედრის დაწყებამდე, რომელიც მედიისთვის დახურულია, მიხეილ სააკაშვილს და ბიძინა ივანიშვილს კომენტარები არ გაუკეთებიათ.

პრემიერის და პრეზიდენტის საუბრის ერთ–ერთი მთავარი თემა საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება. დეტალურად იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც შეხვედრაზე განიხილეს, პრეზიდენტი და პრემიერი კომენტარს საუბრის დასრულების შემდეგ გააკეთებენ. 

პრემიერ–მინისტრსა და პრეზიდენტს შორის შეხვედრა პირველ მარტს უნდა გამართულიყო, რომელიც ჩაიშალა. პრეზიდენტსა და პრემიერს შორის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი. როგორც ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, შეხვედრის ჩაშლის მიზეზად პრეზიდენტმა მას საზღვარგარეთ გამგზავრება დაუსახელა

მასალების გადაბეჭდვის წესი