ახალი ამბები

პრეზიდენტის და პრემიერის შეხვედრა სახელმწიფო კანცელარიაში შედგება

3 მარტი, 2013 •
პრეზიდენტის და პრემიერის შეხვედრა  სახელმწიფო კანცელარიაში შედგება

მანანა თოქმაჯიშვილის თქმით, შეხვედრა მედიისთვის დახურული იქნება, მხოლოდ ოპერატორებს მიეცემათ კადრების გადაღების საშუალება. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის და ბიძინა ივანიშვილის გარდა შეხვედრაში მონაწილეობას სხვა პირებიც მიიღებენ, თუმცა ვინ, ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული. 

 

შეგახსენებთ, რო პრემიერ–მინისტრსა და პრეზიდენტს შორის შეხვედრა პირველ მარტს უნდა გამართულიყო, რომელიც ჩაიშალა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ვიცე–პრემიერმა კახი კალაძემ დაუდასტურა. პრეზიდენტსა და პრემიერს შორის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი.

 

როგორც ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, შეხვედრის ჩაშლის მიზეზად პრეზიდენტმა მას საზღვარგარეთ გამგზავრება დაუსახელა:

 

“სადღაც, “პაეზდკაში” მივდივარ და ორშაბათამდე არ მეცლებაო,” – უთხრა მთავრობის წევრებს პრემიერმა.

 

მოგვიანებით შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადება პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გააკეთა. მან აღნიშნა, რომ  ბიძინა ივანიშვილს მიხეილ სააკაშვილი ორშაბათს, 4 მარტს შეხვდებოდა. 

 

მანჯგალაძის განცხადებით, პრემიერთან შეხვედრის ინიციატორი მიხეილ სააკაშვილი იყო, ამიტომ იმის განცახდება, რომ შეხვედრა პრეზიდენტის მიზეზით ჩაიშალა, მართებული არ არის:  

 

“გუშინ საღამოს პრემიერმა გამოთქვა სურვილი, რომ შეხვედრა დღეს შემდგარიყო, რაც პრეზიდენტის განრიგიდან გამომდინარე ვერ მოხერხდა. ამიტომ პრეზიდენტის შეთავაზებაა, რომ ეს შეხვედრა შედგეს ორშაბათს დილით. ქვეყნის პირველი პირი ადასტურებს, რომ პრემიერს შეხვდება იქ, სადაც მას სურს. “–განაცხადა მან. 

 

 მანჯგალაძის თქმითვე, ქვეყნის პირველი პირი ყველაფერს გააკეთებს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად. მისი თქმით, პრეზოდენტის სურვილია მომავალი კვირა დაიწყოს კონსტრუქციული დიალოგით:”პრემიერის და პრეზიდენტის პირდაპირი მოვალეობაა, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს სამოქალაქო მშვიდობა”.   

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი