ახალი ამბები

კობახიძე არ ამბობს, შეხვდება თუ არა ჟურნალსიტებს აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით

5 ივნისი, 2017 • 1777
კობახიძე არ ამბობს, შეხვდება თუ არა ჟურნალსიტებს აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ არ უპასუხა “ნეტგაზეთის” კითხვას, შეხვდება თუ არა ჟურნალსიტებს  აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით.

დღეს, 5 ივნისს, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი გამართა და კონსტიტუციის პროექტის საპარლამენტო განხილვის პროცედურაზე ისაუბრა, ბრიფინგის შემდეგ მან ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

“ნეტგაზეთის” კითხვას – შეხვდება თუ არა ჟურნალსიტებს  აფგან მუხთარლის თბილისში “გაუჩინარების” საქმესთან დაკავშირებით და რატომ არ გააკეთა ეს აქამდე, კობახიძემ უპასუხა – “კონსტიტუციასთან დაკავშირებით დამისვით კითხვები.”

2 ივნისს ჟურნალისტ აფგან მუხთარლის მხარდამჭერებმა თბილისსა და ქუთაისში, პარლამენტის შენობებთან აქციები გამართეს.

აქციის მონაწილეები პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან, სოფო კილაძესთან შეხვედრას მოითხოვდნენ. მათ შესაბამისი განცხადებაც ჩააბარეს პარლამენტში, თუმცა პასუხი არ მიუღიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი