ახალი ამბები

პრეზიდენტი დედებს 3 მარტს ულოცავს

3 მარტი, 2013 • • 6832
პრეზიდენტი დედებს 3 მარტს ულოცავს

“ყველა დედას გილოცავთ დედის დღეს!  ყველაზე დიდი ჯილდო მშობლისათვის შვილის წარმატებაა… გისურვებთ, რომ მუდამ ბედნიერები და გახარებულები ყოფილიყავით თქვენი შვილების წინსვლით!”– წერს პრეზიდენტის “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე. 

 

დღეს მილოცვა გაავრცელა პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმაც. 

 

“3 მარტი, დედის დღე, გაზაფხულის პირველი დღესასწაული, უკვე 20 წელზე მეტია აღინიშნება და კარგ ტრადიციად იქცა. ვულოცავ ამ ლამაზ დღეს ყველა დედას. მთელი ჩვენი ისტორია საქართველოს ქალების, დედების სათნოების, გმირობის, თავდადების და გამძლეობის მაგალითია და ასეა დღესაც. ყველა დედას ვუსურვებ მშვიდობას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, გახარებას და, რაც ყველაზე მთავარია, სამშობლოსთვის განათლებული და საამაყო შვილების გაზრდას. შვილებს კი ვუსურვებ მუდამ ჰქონდეთ უნარი, სითბო და პატივისცემა არ მოაკლონ დედებს”- ნათქვამია მილოცვის ტექსტში

 

მასალების გადაბეჭდვის წესი