ახალი ამბები

ნოვრუზ მამედოვი: სააკაშვილის განცხადება გაკვირვებას იწვევს

3 მარტი, 2013 • • 1122
ნოვრუზ მამედოვი: სააკაშვილის განცხადება გაკვირვებას იწვევს

მისივე თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე პროცესებში შესაძლებელია პარალელების ნახვა, მაგრამ, ამავდროულად, არ შეიძლება ბევრი განსხვავების იგნორირება.  აღნიშნული განცხადება მამედოვმა  newtimes. az-თან საუბრისას გააკეთა. 

 

“ყველა ქვეყანას თავისი ხაზი აქვს საგარეო და საშინაო პოლიტიკის. ჩვენს ქვეყნებში სიტუაცია მრავალ საკითხში განსხვავებულია. გარდა ამისა, სააკაშვილის განცხადება, რომ ჩვენი დიასპორის ზოგიერთი წარმომადგენელი რუსეთში იკავებს საშიშ პოზიციას აზერბაიჯანთან მიმართებაში, შესაძლებელია ასახავდეს მხოლოდ მის პირად პოზიციას. არ მჯერა, რომ ის, რაც მან თქვა ვაგიტ ალეკპეროვის და სხვა პირების მიმართ, რეალობას შეესაბამება.  მე, როგორც სააკაშვილის ბაქოში გამართული შევედრების მონაწილემ, შემიძლია ვთქვა, რომ მსგავსი საკითხები მასთან არ განხილულა და არ ყოფილა ამის აუცილებლობა.” – განაცხადა მამედოვმა და დაამატა, რომ “ვწუხვარ, რადგან სააკაშვილი რუსეთთან დაკავშირებით განცხადებისას აზერბაიჯანსაც შეეხო”

 

მიხეილ სააკაშვილმა 28 თებერვალს განაცხადა, რომ  რუსეთში შეიქმნა დიასპორა გარდაბნელი ვინმე სადიკოვის მეთაურობით, რომელშიც ალეკპეროვი და რამდენიმე სხვა მილიარდერი შეიყვანეს. პრეზიდენტის თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების გაფუჭების საფრთხე არსებობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი