ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი არაბთა გაერთიანებულ ემირატებს ეწვია

3 მარტი, 2013 • • 989
მიხეილ სააკაშვილი არაბთა გაერთიანებულ ემირატებს ეწვია

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცის პრეზიდენტის  “ფეისბუქის” ოფიციალური გვერდი ავრცელებს:

 

“დღესვე მიხეილ სააკაშვილი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აბუდაბის კოლეჯსაც ეწვია და სწავლების მეთოდსა და დანერგილ ტექნოლოგიურ სიახლეებს გაეცნო. საქართველოს პრეზიდენტმა სასწავლებლის სტუდენტებს სიტყვით მიმართა და ქვეყანაში განათლების სისტემის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მნიშვნელობაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ახალი თაობა აქტიურად უნდა იყენებდეს ტექნიკის უახლეს მიღწევებს. მიმართვის დასრულების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა სტუდენტების შეკითხვებსაც უპასუხა. პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აბუდაბის კოლეჯში ახალი ინოვაციური პროგრამა- Itunes You ამოქმედდა”.– ნათქვამია პრეზიდენტის გვერდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი