ახალი ამბები

ფანჯიკიძე: სააკაშვილის ქცევა პიარ–აქციაა მედიისთვის

1 მარტი, 2013 • 951
ფანჯიკიძე: სააკაშვილის ქცევა პიარ–აქციაა მედიისთვის

“ჩვენ მაინც პატივს ვცემთ ინსტიტუტს და პრეზიდენტს, აქედან გამომდინარე მისი დაცვა განხორციელდება. რამდენ ხანს გაჭიმავს ამ დადგმულ სპექტაკლს, მასზეა დამოკიდებული. ვფიქრობ, ესეც მალე გაივლის”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

მაია ფანჯიკიძის თქმით, პრეზიდენტის ქცევა მედიისთვის დადგმული პიარ–აქციაა:

“არა მგონია, რომ პრეზიდენტი დაუცველი იყოს. დაცვის სამსახური მაინც აგრძელებს მოვალეობის შესრულებას. პრეზიდენტი არ არის კერძო პირი, სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას ის და ისიც ვალდებულია დაემორჩილოს სახელმწიფო კანონებს. მიმაჩნია, რომ ეს მედიისთვის დადგმული პიარ–აქციაა და ნაკლები საერთო აქვს რეალობასთან”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.


გუშინ, 28 თებერვალს, ბაქოდან დაბრუნებულმა მიხეილ სააკაშვილმა დაცვის მომსახურეობაზე უარი თქვა:

 

“მე ვივლი ჩემი ელექტრომობილით, რომელიც ცოტას წვავს და ზის ადმინისტრაციის ბალანსზე. ღმერთო, დამიცავი ასეთი დაცვისგან და მტრებისგან, მე თვითონ დავიცავ ჩემს თავს” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.  

მასალების გადაბეჭდვის წესი