ახალი ამბები

მთავრობა გაზის ტარიფის შემცირების საკითხს განიხილავს

1 მარტი, 2013 • 1096
მთავრობა გაზის ტარიფის შემცირების საკითხს განიხილავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 5 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გაზის ფასი 10 პროცენტით შემცირდებოდა თებერვლიდან, თუმცა ტარიფი ბუნებრივ აირზე ამ დრომდე არ შემცირებულა.

 

მოგვიანებით ენერგეტიკის მინისტრმა განმარტა, რომ მთავრობა მარტიდან მოახერხებდა გაზის ტარიფის შემცირებას გაზისა და ნავთობის კორპორაციის შემოსავლების შემცირების ხარჯზე, თუმცა საბოლოო დეტალები ამ საკითხზე მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

 

დღესვე მთავრობის სხდომაზე იმსჯელებენ დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართების მშენებლობის საკითხს თბილისში. ამ დრომდე საცხოვრებელი ფართები მათთვის შენდებოდა მხოლოდ საქართველოს რეგიონებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი