ახალი ამბები

სულ მცირე 80 დაღუპული და 350 დაშავებული – აფეთქება ქაბულში

31 მაისი, 2017 •
სულ მცირე 80 დაღუპული და 350 დაშავებული – აფეთქება ქაბულში

BBC–ის ინფორმაციით, სულ მცირე 80 ადამიანი დაიღუპა და 350 დაშავდა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში დღეს დილით საწვავმზიდის აფეთქების დროს.

აფეთქება ქაბულში, 31.05.2017. ფოტო: REUTERS

აფეთქება ქაბულში, 31.05.2017. ფოტო: REUTERS

დილის 08:23 საათზე ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ტერორისტებმა საწვავმზიდი ააფეთქეს, რომელშიც დამონტაჟებული იყო ასაფეთქებელი მოწყობილობა. შემთხვევა ქაბულში, ე.წ. საელჩოების დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე, კონკრეტულად კი, გერმანიის საელჩოს მახლობლად მოხდა.

აფეთქების დროს ქართველი სამხედრო მოსამსახურეები რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მომხდარის შედეგად ისინი არ დაშავებულან.

როგორც ბრიტანული გამოცემა იუწყება, მომხდარზე ამ დრომდე არც ერთი ტერორისტული ორგანიზაცია არ იღებს პასუხისმგებლობას. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კი მომხდარს ტერაქტად აფასებს და დაღუპულთა ოჯახებს თანადგომას უცხადებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი