ილია მეორის მდივანი მიქაელ ბოტკოველი დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში იმყოფებოდა, როგორც თავად განმარტა, ადმინისტრაციაში ქონებებთან დაკავშირებით იყო მისული.
მიქაელ ბოტკოველმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, პატრიარქ ილია მეორის დაცვის უფროსი ზურაბ ბუჩუკური არ გადამდგარა.
“სახელმწიფო ახორციელებს როტაციას, მათ გადააყენეს და დანიშნავენ სხვას. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს უნდა ჰკითხოთ”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ბოტკოველმა.
“ნეტგაზეთის” კითხვაზე, იყო თუ არა შეთანხმებული საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას ბრალდებები ილია მეორესთან და საპატრიარქოსთან, ბოტკოველმა უპასუხა, რომ ამის შესახებ ქარჩავამ უკვე განაცხადა.
“ედიშერმა გააკეთა ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი. წუხელ საინფორმაციო საშუალებები ამას აშუქებდნენ. ედიშერმა განაცხადა ამის შესახებ, რომ მან თავისი ინიციატივით გააკეთა ეს კომენტარები”, – უთხრა “ნეტგაზეთს” მიქაელ ბოტკოველმა.