ონიშენკოსადმი წერილში, რომელსაც ორგანიზაცია ავრცელებს, ქართულ-რუსული სავაჭრო ურთიერთობის ნორმალიზებას და მის შემდგომ განვითარებას შეეხება.
თუმცა, “რუსეთის ჯავახეთის დიასპორა” აქვე შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში ბოლო დროს H5N1 და H1N1 ტიპის ვირუსებით ადამიანთა დაავადების შემთხვევებისა და მსხვერპლის გამო და სხვა, განსაკუთრებით საშიში ინფექციების გავრცელების შესაძლო რისკებზე საუბრობს.
“აღნიშნული დაავადებები ხელოვნურად არის გავრცელებული აშშ-ის მთავრობის თანამშრომლობით შექმნილი საქართველოს ჯანდაცვის საზოგადოებრივი ცენტრალური ლაბორატორიის მიერ, რომელიც თბილისთან ახლოს მდებარეობს. რუსეთის ნაციონალური უსაფრთხოების, ასევე ჯანდაცვისა და კეთილდღეობის მიზნით, გთხოვთ დააყენოთ რუსეთ-საქართველოს ერთობლივი საექსპერტო ჯგუფის შექმნის საკითხი, რათა აღნიშნული ბიოლოგიური ლაბორატორიის (CPHRL) ფუნქციონირება იყოს შესწავლილი,”-ნათქვამია ორგანიზაციის წერილში.
აღნიშნული ორგანიზაციის – “რუსეთში ჯავახეთის დიასპორის” მოთხოვნები და მიმართვები ინტერნეტის ქსელში უკანასკნელი წლების მანძილზე ჩნდება. ერთ-ერთი მისი მოთხოვნის შესაბამისად, ორგანიზაცია საქართველოში სომხური ენის სტატუსის განსაზღვრას მოითხოვდა. მაშინ ნეტგაზეთთან საუბარში „მრავალეროვანი საქართველოს“ თავმჯდომარემ, არნოლდ სტეფანიანმა განაცხადა, რომ ასეთი ორგანიზაცია არ არსებობს, –„როდესაც მე დავინტერესდი, გავარკვიე, რომ ესენი არიან მოსკოვში მყოფი რადიკალ სომეხთა ჯგუფი, რომლებიც ერთ–ერთ ძალიან სერიოზულ პარტიას წარმოადგენენ, თუმცა პარტიის დასახელებისგან თავს შევიკავებ.“
აღნიშნულ ორგანიზაციას პოლიტიკური წრეებიდან მხარდამჭერები საქართველოშიც ჰყავდა. 2010 წელს საქართველოს კონსერვატულმა პარტიამ თავის ოფიციალურ ვებ –გვერდზე „რუსეთში ჯავახეთის დიასპორის“ მოწოდება გამოაქვეყნა, რომელშიც საარჩევნოდ ჯავახეთის დიასპორა “ეროვნულ საბჭოს” მხარდაჭერას პირდებოდა.





