სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ადასტურებს გავრცლეებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ილია მეორის დაცვას ზურაბ ბუჩუკური აღარ ხელმძღვანელობს.
“ყველა თანამშრომელმა ძალიან კომფორტულად უნდა იგრძოს თავი იქ, სადაც მუშაობს. ბატონმა ზურაბმა ძალიან კარგი და სწორი პერიოდი გაიარა. ზურაბის დანიშვნა არ იყო უკუნითი უკუნისამდე. ზურაბს ჩრდილი არ მიაყენოთ”, – განაცხადა ანოზრ ჩუბინიძემ.
კითხვას, ხომ არ არის ეს ცვლილება იმით განპირობებული, რომ ბუჩუკური მიტროპოლიტ პეტრესთან დაკავშირებული პირია, რაც თავის მხრივ ჭყონდიდის მღვდელმთავარმაც დაადასტურა, ჩუბინიძე პასუხობს, “მეუფე პეტრეს სულიერ შვილობაში ცუდი არაფერი არ არის”.
“შორენა თეთრუაშვილთან გამარჯობის თქმის და კეთილი სურვილების მეტი არაფერი მაკავშირებს”, – აცხადებს ჩუბინიძე.
“ზურაბ ბუჩუკური გადაყვანილია სხვა სამსახურში, სხვა თანამდებობაზე. რა გახდა მიზეზი, ამასთან დაკავშირებით შეიძლება თვითონ ზურამ გააკეთოს განმარტება”, – ეს უკვე საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას კომენტარია, რომელიც მან რუსთავი 2-ს მისცა.
ანზორ ჩუბინიძე არ გამორიცხავს, რომ ილია მეორის დაცვის ახალი უფროსი რომელიმე ის ადმაიანი გახდეს, რომელიც ამჟამად მუშაობს პატრიარქის დაცვის სამსახურში.
ზურაბ ბუჩუკურამდე პატრიარქის დაცვის სამსახურს სოსო ოხანაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტის, დიმიტრის სიძეა. სოსო ოხანაშვილმა ზემოხსენებული თანამდებობა საპატრიარქში მიმდინარე შიდა დაპირისპირების შედეგად დატოვა. ამის შემდეგ გავრცელებული ინფორმაციით, დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა ბუჩუკური თვითონ აირჩიეს დაცვის უფროსად.