ახალი ამბები

16 სექტემბერს ელტონ ჯონი საქართველოში კონცერტს გამართავს

31 მაისი, 2017 • 2307
16 სექტემბერს ელტონ ჯონი საქართველოში კონცერტს გამართავს

2017 წლის 16 სექტემბერს ბრიტანელი მომღერალი ელტონ ჯონი საქართველოში კონცერტს გამართავს.

კონცერტი საქართველოს ბანკისა და Eastern Promotion-ის ორგანიზებით, Black Sea Arena-ზე გაიმართება. კონცერტის ორგანიზატორები SOLO  და “ისთერნ ფრომოუშენსი” არიან.

ელტონ ჯონი ბრიტანელი მომღერალი, პიანისტი და კომპოზიტორია. მან მუსიკალური კარიერა გასული საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო და დღემდე პოპულარობით სარგებლობს. ელტონ ჯონი 5 გრემის, ერთი ოსკარის, ოქროს გლობუსის და არაერთი სხვა მუსიკალური ჯილდოს მფლობელია.

კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა, 25 ივნისის 10:00 საათიდან დაიწყება. თითოეულ SOLO მომხმარებელს, ერთჯერადად 6 ბილეთის შეძენის შესაძლებლობა აქვს – ბილეთის ფასი 90 ლარიდან იწყება; ხოლო ის, ვინც არ არის SOLO – ბილეთს 150 ლარიდან შეიძენს.

ელტონ ჯონი. ფოტო: David Shankbone

მასალების გადაბეჭდვის წესი