ახალი ამბები

სააკაშვილი: მჯერა საკუთარი იღბლის და ღვთის იმედი მაქვს

27 თებერვალი, 2013 •
სააკაშვილი: მჯერა საკუთარი იღბლის და ღვთის იმედი მაქვს

“თუ პრეზიდენტი არ ეკუთვნის მხოლოდ საკუთარ თავს, მაშინ ის უნდა შეუშვა პარლამენტში და მისცე საშუალება პარლამენტარებთან აწარმოოს დიალოგი. თუ ჩვენ ერთმანეთს პატივს ვცემთ, ჩვენი დაცვის სამსახურის ტერორი არ უნდა მომხდარიყო.  მეცოდებიან ის ბიჭები, რომლებიც ამდენი წელი ერთგულად ემსახურებოდნენ ქვეყანას და არა პრეზიდენტს. პრეზიდენტის დაცვის სამსახურის ფაქტიურად ჩრდილიღა დარჩა. დაყვებოდა მათ ე.წ სლეჟკა ყველგან. აეროპორტში უქმნიდნენ პრობლემებს, პირდაპირ მიდიოდა მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლა.”

 

სააკაშვილის თქმით, მისი და მისი ოჯახის დაცვა სპეკულაციის თემა არ უნდა გამხდარიყო, შესაბამისად, მისივე თქმით, ის უარს ამბობს კომფორტზე. 

 

“ბოლო ერთი კვირაა დავდივარ ერთი მანქანით. ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. ვუთხარით, რომ მანქანები გაიყვანონ ადმინისტრაციიდან, მე თვითონ ვიშოვი მანქანებს, დავჯდები საჭესთან, არ ვხუმრობ ნამდვილად და არავითარ პრობლემას ამაში არ ვხედავ. ვერ ავიტან ზედმეტ ბრალდებებს, რომ თურმე ზედმეტ რესურსს მოვიხმარ. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, როგორ სრულდება დაპირებები. დაპირება, რომ სამსახური გაიყოფოდა. პრემიერ- მინისტრმა  დიპლომატიურ კორპუსს საზეიმო დაპირება მისცა, რომ ეს ბიჭები სამსახურის გარეშე არ დარჩებოდნენ. კანონი იყო მიღებული და როცა ეს ყველაფერი გაკეთდა, მათ ეს იცრუეს და აღარ გააკეთეს. მერე დაიწყეს, თქვენ ბევრ ფულს ითხოვთ, არაფერს არ მოგცემთ. ამ შენობაში დაისვით. ამ შენობაში თავზე ხომ არ დავისვამ დაცვის სამსახურს. ეს შენობა არ არის გათვლილი დაცვის სამსახურზე.”


პრეზიდენტის თქმით, ვერავინ აიძულებს მათ ძალით ატაროს დაცვა და როგორც ყველა თავისუფლებამოყვარულ ადამიანს, მასაც ბევრი დაცვა აღიზიანებს.


“ეს არის შეიარაღებული ფორმირება, მე ვარ ქვეყნის მთავარსარდალი და მე ვწვეტ და დავწერ ბრძანებას, რომ არც ერთი მათგანი ახლოს არ მომეკაროს. არ მინდა, ეს იყოს ბინძური, იაფფასიანი და მდაბიო სპეკულაციების თემა. ძალიან ცუდად მახსოვს, გორში როგორ დამაგდო დაცვამ და მიწაზე მათრია, თითქოს ბომბისგან დამიცავდნენ. მირჩევნია, მაგ დროს მე თავად მივიღო გადაწყვეტილება.  ეს არ არის ის მეთოდი, რომლითაც შეიძლება ჩემი შანტაჟი. დარწმუნებული ვარ ყველაფერი იქნება კარგად. გარდა იმისა, რომ ჩვენი ხალხის იმედი მაქვს და საკუთარი იღბლის მჯერა და ღვთის იმედი მაქვს, ამ მხრივ კარგი გამოცდილება მაქვს და ყველაფერი იქნება კარგად.”


პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტელემედიის წარმომადგენელბს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სასაუბროდ დღეს, 26 თებერვალს შეხვდა. 

 


 

მასალების გადაბეჭდვის წესი