ახალი ამბები

უსუფაშვილი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას სუპერუპასუხისმგებლოს უწოდებს

26 თებერვალი, 2013 •
უსუფაშვილი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას სუპერუპასუხისმგებლოს უწოდებს

როგორც უსუფაშვილმა განაცხადა, სახელმწიფო დაცვის სამსახური ორად გაიყო და პრეზიდენტისთვის სრულიად ცალკე სამსახური გამოიყო, რომელიც მხოლოდ მას და მის ადმინისტრაციას ექვემდებარება.

 

ყველა დანარჩენი სახელმწიფო დაცვის სამსახურმა კი თავი ერთად მოიყარა, რომელიც მთავრობას დაექვემდებარება. 

 

“თავად მიხეილ სააკაშვილი და მისი ოჯახის წევრების დაცვის სამსახური მას და მის ადმინისტრაციას დაექვემდებარება. შეუთახმებლობა მდგომარეობს იმაში, რომ უშუალოდ პრეზიდენტის დაცვას უნდა ემსახურებოდეს 400 კაცი თუ 1800.”


პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, შექმნილი იყო სპეციალური კომისია, რომელშიც დაცვის სფეროს სპეციალისტები და პოლიტკოსები იყვნენ შესული. ერთკვირიანი მუშაობის შემდეგ კი, მისი თქმით, მოხდა შეთანხმება, რომელიც პრეზიდენტისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.


“შეთანხმება მდგომარეობდა იმაში, რომ პრეზიდენტს ეყოლებოდა 350-400 კაცი პირადი დაცვისთვის და 7 მილიონი ლარი 7-8 თვეში, რაც საჭიროა მისი პრეზიდენტობის ვადაში. მან ჩათვალა რომ ეს არაა საკმარისი, ამიტომ შეთანხმება ვერ შედგა. შექმნილ ვითარებაში, თუ პრეზიდენტი წავა სპეკულაციაზე, -მე არ მინდა დაცვა და მინდა დაუცველი ვიყო, ამას ცოტა სხვა სახელი დაერქმევა, პრეზიდენტები აღარ ეკუთვნიან საკუთარ თავს. ძალიან ბევრჯერ მეც ვერ ვეგუები დაცვას, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს აუცილებელია.

 

უსუფაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის მსგავსი ტიპის განცხადებები არის “სუპერუპასუხისმგებლო.” 



მასალების გადაბეჭდვის წესი