სამინისტროს განცხადებით, 2013 წლის 23 თებერვალს პირველი არხის ეთერში ეკა კვესიტაძის საავტორო გადაცემაში სტუმრობისას მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა პენიტენციურ სისტემაზე.
“სამინისტროს მიაჩნია, რომ პრეზიდენტის გამონათქვამები იძლევიან საგამოძიებო მოქმედებების საფუძველს, ამდენად მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას – დაინტერესდეს აღნიშნული საკითხით და დაიკითხოს მათი ავტორი, მიხეილ სააკაშვილი, როგორც ინფორმაციის მატარებელიც და გამავრცელებელიც.”-ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.