ახალი ამბები

უსუფაშვილი: თომას ჰამერბერგი საქართველოში მიმდინარე პროცესებს მონიტორინგს გაუწევს

26 თებერვალი, 2013 •
უსუფაშვილი: თომას ჰამერბერგი საქართველოში მიმდინარე პროცესებს მონიტორინგს გაუწევს

შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ როცა ივანიშვილი ევროპაში ვიზიტით იმყოფებოდა, მან ევროპელ კოლეგებს სთხოვა, რომ მოევლინათ მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალი, რომელიც მონიტორინგს გაუწევდა საქართველოში მიმდინარე პროცესებს, შეისწვლიდა გარკვეულ საკითხებს და დაეხმარებოდა ხელისუფლებას ამ საკითხების გადაწყვეტაში.

 

დავით უსუფაშვილის თქმით, ევროკავშირმა მოავლინა თომას ჰამერბერგი, რომელიც საქართველოში მიმდინარე პრობლემებს გაუწევს მონიტორინგს ადამიანის უფლებების კუთხით, ასევე, დაეხმრება ხელისუფლებას საკანონმდებლო პროცესში.

 

უსუფაშვილის თქმით, ჰამერბერგი საქართველოში ოთხ–ხუთ დღეს დაჰყოფს. შემდეგ ხან ბრიუსელში იქნება, ხან თბილისში. ის მუდმივად იქნება ჩართული მიმდინარე პროცესებში. მიაწვდის ევროპას ობიექტურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა პროცესები მიმდინარეობს საქართველოში.

 

როგორც უსუფაშვილი აცხადებს, არ არის გამორიცხული, რომ ჰამერბერგის გარდა ევროკავშირმა საქართველოში სხვა ექსპერტებიც მოავლინოს. 

 

 

 

     

მასალების გადაბეჭდვის წესი