შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საპოვნელად სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.
შსს-ს განმარტებით, საქმეზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლი მიხედვით, რაც გულისხმობს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას.
შსს-ს ინფორმაციით, ჟურნალისტის გაუჩინარების თაობაზე შეტყობინება დღეს, 30 მაისს შევიდა.
თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეუღლისა და მეგობრის ცნობით, იგი ბოლოს ნახეს გუშინ, 29 მაისს, 19 საათზე, შემდეგ კი გაუჩინარდა, ასევე გამორთულია მისი ტელეფონი და ვერ უკავშირდებიან.
აფგან მუხთარლი აზერბაიჯანიდან დევნილი საგამოძიებო ჟურნალისტი და აქტივისტია, რომელიც ღიად გამოხატავდა აზერბაიჯანის მთავრობის წინააღმდეგ მოსაზრებებს. 2015 წლის ინავრიდან საქართველოში ცხოვრობს, მის მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად, აფგანი თავისუფალ ჟურნალისტად მუშაობს.