ახალი ამბები

გოგა რაზმაძე საპატრულო პოლიციის დირექტორის თანამდებობიდან მოხსნეს

30 მაისი, 2017 • 4790
გოგა რაზმაძე საპატრულო პოლიციის დირექტორის თანამდებობიდან მოხსნეს

შინაგან საქმეთა მინისტრმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ალექსანდრე ხვადაგიანი დანიშნა. უწყების ცნობით, მღებრიშვილმა მასთან ერთად საპატრულო პოლიციის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა, დავალებები მისცა და წარმატებები უსურვა.

უწყების პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ერთადერთი, რისი თაქმაც შეუძლათ, არის ის, რომ საპატრული პოლიციის დეპატრამენტის ყოფილი დირექტორი, გოგა რაზმაძე კადრების განკარგულებაში გადავიდა. რაზმაძე ამ თანამდებობაზე 2015 წლის აგვისტოდან მუშაობდა.

“საპატრულო პოლიციაში არსებითი რეფორმა იწყება. ეს ნიშნავს იმას, რომ საკადრო ცვლილებებთან ერთად, რიგი კომპლექსური ღონისძიებები განხორციელდება, რაც საპატრულო პოლიციისთვის ახალი იმპულსი იქნება. ასევე, ეს ღონისძიებები მოიცავს გადამზადების მასშტაბურ პროგრამას, ახალი სახეების, ახალგაზრდების მოზიდვას და ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვას,” – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნამდე ალექსანდრე ხვადაგიანი ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტს იკავებდა.

ალექსანდრე ხვადაგიანი და გიორგი მღებრიშვილი. ფოტო: შსს

ალექსანდრე ხვადაგიანი და გიორგი მღებრიშვილი. ფოტო: შსს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი