ახალი ამბები

ნინო ბურჯანაძეს პროკურატურა 26 მაისის მოვლენებზე დაკითხავს

26 თებერვალი, 2013 •
ნინო ბურჯანაძეს პროკურატურა 26 მაისის მოვლენებზე დაკითხავს

ამის შესახებ მედიასთან შეხვედრაზე მთავრმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა: 

 

ნინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე

“2011 წლის 26 მაისის ირგვლივ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ასეულობით ადამიანია დაკითხული, მათ შორის პოლიტიკოსები. ასევე მიმდინარეობს მოკვლევა, თუ ვინ შეასრულა ის სამუშაოები, რომლის შედეგად მოხდა მოქალაქეთა ფიზიკური დაზარალება, მათ შორის დაფიქსირდა გარდაცვალების შემთხვევები”– განაცხადა არჩილ კბილაშვილმა. 

 

მთავარი პროკურორის თქმით, ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დასრულდება გამოძიება, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ გამოძიების მასალები ეპიზოდებად წარმოადგინოს პროკურატურამ.

 

კბილაშვილის განმარტებით, გამოძიება მიმდინარეობს გარდაცვლილი პოლიციელის საქმესთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი