ახალი ამბები

პროკურატურის მოთხოვნა უგულავას მიმართ სასამართლომ არ დააკმაყოფილა

25 თებერვალი, 2013 •
პროკურატურის მოთხოვნა უგულავას მიმართ სასამართლომ არ დააკმაყოფილა

პროკურატურა ასევე ითხოვდა უგულავასთვის ქვეყნიდან გასვლის უფლების აკრძალვას და მისთვის საგამოძიებო უწყებაში ყოველკვირეულად გამოცხადების ვალდებულების დაკისრებას. სასამართლომ პროკურატურის არც ეს შუამდგომლობები დააკმაყოფილა.

 

სასამართლოს პროცესის დაწყებამდე უგულავამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მას არა აქვს შესაძლებლობა გირაოს სახით მილიონი ლარი გადაიხადოს და პროკურატურის მოთხოვნა არის არაადეკვატურად მაღალი. 

პროკურატურამ სასამართლოს გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე 24 თებერვალს მიმართა და უგულავასთვის გირაოს სახით მილიონი ლარის  შფარდება თხოვა. 

“ამ თანხის გადახდა საქართველოში მხოლოდ ერთადერთ პოლიტიკოსს, ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარეს შეუძლია, რომლის სახელსაც არ დავასახელებ”, – განაცხადა უგულავამ .  

მისი განცხადებით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს გიგი უგულავას დაპატიმრებით სურს ხელში

გიგი უგულავა
გიგი უგულავა

ჩაიგდოს თბილისის მერია. 

 

გიგი უგულავას სამართალდამცავებმა 23 თებერვალს წარუდგინეს ბრალი.  მას ბრალი ედება  სისხლის სამართლის კოდექსის 182–ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილის  (სხვისი ქონების მითვისება მართლსაწინააღმდეგოდ) და 194–ე მუხლის მესამე ნაწილის (უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია) დარღვევაში. სისხლის სამართლის საქმე უგულავას წინააღმდეგ აერთიანებს “თბილსერვის ჯგუფისა” და ტელეკომპანია “იმედის” ეპიზოდებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი