ანგარიშის მიხედვით, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში კვლავ ფიქსირდება პაციენტებთან არასათანადო მოპყრობის ფაქტები, ასევე, ხშირად გაუმართავია ინფრასტრუქტურა.
სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლის ნათია იმნაძის განცხადებით, ხშირ შემთხვევაში პაციენტებს არ ეძლევათ საშუალება, ტელეფონით ესაუბრონ საკუთარ ოჯახის წევრებს, ასევე არ ხდბა მათი სუფთა ჰაერზე გაყვანა, რაც, როგორც დაწესებულებების ხელმძღვანელები აცხადებენ, დაფინანსების პრობლემასთან არის დაკავშირებული, რადგან საავადმყოფოებს არ აქვთ საშუალება აიყვანონ საჭირო რაოდენობის პერსონალი.
დღევანდელ შეხვედრას “რედისონში” ესწრებოდნენ ფსიქიატრიული დაწესებულებების ხელმძღვანელები. მათი თქმით, პრობლემას ქმნის ის ფაქტიც, რომ არ არსებობს ერთიანი სახელმწიფო სამოქმედო გეგმა.
ბედიანის ფსიქიატრიული საავადმყოფოს დირექტორის ავთანდილ ვანაძის განცხადებით, არც ერთი მთავრობის პირობებში ფსიქიატრიული პრობლემების მქონე პაციენტების მკურნალობა არ ყოფილა პრიორიტეტი და სახელმწიფო ყოველთვის თავს არიდებდა ამ პრობლემების გადაწყვეტას.
სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის თქმით, დღევანდელ შეხვედრას, მოწვევის მიუხედავად, არ ესწრებოდა ჯანდაცვის მინისტრი.
ნანუაშვილმა ფსიქტიატრიული დაწესებულებების ხელმძღვანელებს სთხოვა, ანგარიშის გაცნობის შემდეგ საკუთარი წინადადები მიაწოდონ, რომელსაც შეძლებისდაგავრად გააცნობს ჯანდაცვის სამინისტროს. მისი თქმით, ეს სფერო პრიორიტეტი გახდება სახალხო დამცველის საქმიანობაში.








