ახალი ამბები

უგულავა ამბობს, რომ მილიონი ლარის გადახდის შესაძლებლობა არა აქვს

25 თებერვალი, 2013 • 1133
უგულავა ამბობს, რომ მილიონი ლარის გადახდის შესაძლებლობა არა აქვს

გიგი უგულავა
გიგი უგულავა

სასამართლოს პროცესის დაწყებამდე უგულავამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მას არა აქვს შესაძლებლობა გირაოს სახით მილიონი ლარი გადაიხადოს და პროკურატურის მოთხოვნა არის არაადეკვატურად მაღალი. 

პროკურატურამ სასამართლოს გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე 24 თებერვალს მიმართა და უგულავასთვის გირაოდ სახით მილიონი ლარის  შფარდება თხოვა. 

“ამ თანხის გადახდა საქართველოში მხოლოდ კოლმეურნეობის თავმჯდომარეს შეუძლია, რომლის სახელსაც არ დავასახელებ”, – განაცხადა უგულავამ .  

მისი განცხადებით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს გიგი უგულავას დაპატიმრებით სურს ხელში ჩაიგდოს თბილისის მერია.

სასამართლოში მივიდა დავით ბაქრაძც, რომელმაც განაცხადა, რომ მოსამართლეს წარუდგენს  დეპუტების და საკრებულის წევრების  შუამდგომლობას.

ბაქრაძე აცხადებს, რომ საქმის მასალებიდანაც ჩანს, რომ უგულავას თანხა არ მიუთვისებია და, შსაბამისად, ვერ შეძლებს მილიონი ლარის გადახდას.

თბილისის საქალაქო სასამართლოში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. პოლიციელები სასამართლოს ეზოში არ უშვებენ ავტომანქანებს, თუმცა მოქალაქეებს უპრობლემოდ შეუძლიათ შესვლა.


გიგი უგულავას სამართალდამცავებმა 23 თებერვალს წარუდგინეს ბრალი.  მას ბრალი ედება  სისხლის სამართლის კოდექსის 182–ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილის  (სხვისი ქონების მითვისება მართლსაწინააღმდეგოდ) და 194–ე მუხლის მესამე ნაწილის (უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია) დარღვევაში. სისხლის სამართლის საქმე უგულავას წინააღმდეგ აერთიანებს “თბილსერვის ჯგუფისა” და ტელეკომპანია “იმედის” ეპიზოდებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი