ახალი ამბები

კამპანია ოკუპაციის წინააღმდეგ – “დამეხსენი ჩრდილოელო!”

25 თებერვალი, 2013 • • 1601
კამპანია ოკუპაციის წინააღმდეგ – “დამეხსენი ჩრდილოელო!”

დამეხსენი, ჩრდილოელო!” – აკაკი წერეთლის ეს 1886–1889 წლებში დაწერილი ნაკლებად ცნობილი სტროფი გახდა სამოქალაქო კამპანიის ერთიანი მესიჯი, რომელიც საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით  22–25 თებერვალს იმართება.

                                                            

“ვთვლით, რომ დღევანდელი პოლიტიკური მდგომარეობის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,  საქართველოს ყველა მოქალაქეს შევახსენოთ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის ისტორია, მკაფიოდ გავაჟღეროდ ოკუპანტის სახელი და საჯაროდ განვაცხადოთ ჩვენი მოქალაქეობრივი პოზიცია ამ პრობლემის მიმართ. კამპანია მშვიდობიან, შემოქმედებით და მასობრივ ხასიათს ატარებს”, – აცხადებს ანტისაოკუპაციო კამპანიის ორგანიზატორი “კოალიცია ოკუპაციის წინააღმდეგ”.


კამპანიის ფარგლებში დღეს დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:

 

14:00 საათზე ყოფილი პარლამენტის შენობის წინ “ქვების აქცია”(მოქალაქეები ოკუპაციის მსხვერპლთა მოსაგონებლად სიმბოლურად თითო ქვას მიიტანენ).


აქცია რუსეთის საელჩოსთან 16:00 – 17:00 სთ (ჭავჭავაძის გამზირი # 51). 


17:00 – 20:00 საათზე საქართველოს ოკუპაციისადმი მიძღვნილი გამოფენა. აგრარული უნივერსიტეტი, დიდი დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსი (დავით აღმაშენებლის მე-13 კილომეტრი).


 18.00 საათზე ‘’ცისფერ გალერეასთან’’ გაიმართება თატრალიზებული აქცია.


 17:30 – 18:30 სთ კონფერენცია თემაზე: რამდენიმე ეპიზოდი დამოუკიდებელი საქართველოს ცხოვრებიდან (1918 – 1921) დისკუსია თემაზე ცვლილებები ოკუპაციის შესახებ კანონში. აგრარული უნივერსიტეტი, დიდი დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსი (დავით აღმაშენებლის მე-13 კილომეტრი). 


18:00 საათზე საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის მიერ ორგანიზებული „სანთლების აქცია“ მშვიდობის ხიდზე.


25 თებერვალს, 18:00 საათზე მოქალაქეები რამდენიმე წუთით შეიკრიბებიან რიყეზე, რათა პატივი მიაგონ 1921 წლის ოკუპაციის მსხვერპლთ. 


19:00 საათზე შარდენის ბაღში პოპულარული და ახალგაზრდა მუსიკოსები („ვიტამინი“, Mellow, „წერილი“, ქეთათო, The Jetbird, „კონტრაბანდა“, Lady Heroine, Z for Zulu, The Balloon Shooters, LOUDspeakers, ლადო ბურდული, ZurGi და Green Rooom) გამართავენ კონცერტს ჩემითავისუფლება. არაოკუპაციას“.

მასალების გადაბეჭდვის წესი