ახალი ამბები

პროკურატურა უგულავასთვის 1 000 000 ლარის გირაოს შეფარდების შუამდგომლობას აყენებს

24 თებერვალი, 2013 • • 1149
პროკურატურა უგულავასთვის 1 000 000 ლარის გირაოს  შეფარდების შუამდგომლობას აყენებს

ამის შესახებ “ნეტგაზეთს” საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურში განუცხადეს:

 

“ასევე საქმე არის ორპირიანი, შემოსულია ასევე დავით კეზერაშვილის მიმართ შუამდგომლობა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატომრობის გამოყენებაზე”– განაცხადეს სასამართლოს პრესამსახურში. 

 

გუშინ 23 თებერვალს, გიგი უგულავას ბრალი წარედგინა  სისხლის სამართლის კოდექსის 182–ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით, ( სხვისი ქონების მითვისება მართლსაწინააღმდეგოდ) ტელეკომპანია “იმედზე” ერთი ეპიზოდი, ხოლო იგივე მუხლები  წარედგინა “თბილსერვისის” ეპიზოდში.  მას ასევე წარედგინა 194–ე მუხლის მესამე ნაწილი, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია. 

 

დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის (ფულის გათეთრების) ფაქტებზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 22 თებერვალს გამოიტანა დადგენილება გიგი უგულავას ბრალდების შესახ

მასალების გადაბეჭდვის წესი