ახალი ამბები

პროკურატურამ უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლოს მიმართა

24 თებერვალი, 2013 • • 1032
პროკურატურამ უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე  სასამართლოს მიმართა

ამ დრომდე უცნობია, რა აღკვეთის ღონისძიების შუამდგომლობა დააყენა მთავარმა პროკურატურამ. პრესამსახურის განცხადებით, ეს საკითხი ან დღეს გვიან საღამოს, ან ხვალ დილით გახდება ცნობილი. 

 

საქალაქო სასამართლოს პრესამსახურის განცხადებით კი, ჯერჯერობით ცნობილი არ არის, როდის გაიმართება სასამართლო პროცესი:

 

“შუამდგომლობა სულ ახლახან შემოვიდა კანცელარიაში, კანცელარიამ მიიღო, განაწილდება, მოსამართლე გაეცნობა საქმეს, საქმის წარმოება დაიწყება და, შესაბამისად, ჩანიშნავს დროს.  24 საათი აქვს სასამართლოს იმისათვის, რომ შუამდგომლობაზე იმსჯელოს. მეტი დეტალი არ ვიცი, კანცელარიამ უბრალოდ ფაქტი მითხრა, რომ შუამდგომლობა შემოვიდა”

 

გუშინ, 23 თებერვალს, გიგი უგულავას ბრალი წარედგინა  სისხლის სამართლის კოდექსის 182–ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით ( სხვისი ქონების მითვისება მართლსაწინააღმდეგოდ), ტელეკომპანია “იმედზე” ერთი ეპიზოდი, ხოლო იგივე მუხლები  წარედგინა “თბილსერვისის” ეპიზოდში.  მას ასევე წარედგინა 194–ე მუხლის მესამე ნაწილი, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია. 

 

დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის (ფულის გათეთრების) ფაქტებზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 22 თებერვალს გამოიტანა დადგენილება გიგი უგულავას ბრალდების შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი