ახალი ამბები

მალმსტრომი ფანჯიკიძეს სავიზო დიალოგის ფარგლებში შესასრულებელ სამოქმედო გეგმას გადასცემს

24 თებერვალი, 2013 • • 1379
მალმსტრომი ფანჯიკიძეს სავიზო დიალოგის ფარგლებში  შესასრულებელ სამოქმედო გეგმას გადასცემს

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს:

 

“ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა წარმოადგენს საქართველო-ევროკავშირის სავიზო დიალოგის წარმართვის საფუძველს.  საქართველოს მიერ აღნიშნული გეგმის წარმატებით  აღსრულების შემთხვევაში, შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველზე, შემოღებული იქნება ევროკავშირის სივრცეში (შენგენის ქვეყნებში) უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. სამოქმედო გეგმა ორი ფაზისგან შედგება და იგი როგორც საკანონმდებლო ცვლილებებს, ასევე ცალკეული მიმართულებებით (დოკუმენტების უსაფრთხოება, საზღვრის მართვა, მიგრაცია, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება, ადამიანის უფლებები) რეფორმების განხორციელებას გულისხმობს. პირველი ფაზის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მოხდება სამოქმედო გეგმის უკვე მეორე – აღსრულების ფაზაში გადასვლა”– ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 

ვიზიტის ფარგლებში შედგება სესილია მალმსტრომის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, შინაგან საქმეთა მინისტრებთან და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის საკითხებში  სახელმწიფო მინისტრთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი