ახალი ამბები

მერაბიშვილი: უგულავასთვის ბრალის წაყენება 19 აპრილის აქციის ჩაშლის მცდელობაა

23 თებერვალი, 2013 • • 983
მერაბიშვილი:  უგულავასთვის ბრალის წაყენება 19 აპრილის აქციის ჩაშლის მცდელობაა

“დარწმუნებული ვარ, რომ მე არ მომიწევს ამ ფუნქციის შესრულება, მაგრამ თუ ეს დაჭირდა ქალაქს, თუ ეს დაჭირდა დემოკრატიას, მე ამას, რა თქმა უნდა, გავაკეთებ. მე ვთვლი, რომ  ბრალის წაყენება გიგი უგულავას წინააღმდეგ, ეს არის მცდელობა, რომ ჩაშალოს 19 აპრილის აქცია და გადაწყვიტა, სათითაოდ თუ ჯგუფურად დააკავოს ყველა ის ადამიანი, ვინც იქნება მოთავე ამ აქციის. მას შეუძლია, მეც, ჩვენი სხვა მეგობრებიც დააპატიმროს. მე მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილმა პრაქტიკულად ყველა კანონიერი ქურდი და კრიმინალი გამოუშვა ციხიდან,  ქართულ ციხეებში არ არის იმდენი ადგილი, რომ ყველა პატრიოტი დააპატიმროს იმიტომ, რომ 19 აპრილის ოთხსაათიან მიტინგზე ხალხი არ მივიდეს”. –განაცხადა მერაბიშვილმა. 

 

შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავამ გამოძიების მიერ წაყენებული ბრალდების საპასუხოდ თავის პირველ მოადგილედ დანიშნა თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი სევდია უგრეხელიძე, ხოლო მოადგილეობა შესთავაზა ყოფილი პრემიერსა და შს მინისტრს ვანო მერაბიშვილს.

 

დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის (ფულის გათეთრების) ფაქტებზე გამოტანილია დადგენილება გიორგი უგულავას ბრალდების შესახებ, რის საფუძველზეც იგი დღეს, 23 თებერვალს, 2 საათზე დაბარებულია საგამოძიებო ორგანოში ბრალდების წაყენებისა და მის მიმართ სხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი