ეს კომენტარი საქართველოს პრეზიდენტმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “აქცენტებში” გააკეთა:
“ზურაბ ადეიშვილი არჩევნებამდეც მეუბნებოდა, რომ წავიდოდა, როგორი შედეგიც არ უნდა ყოფილიყო. მას დიდი დამსსახურება ჰქონდა თავის ქვეყნის წინაშე და ეს საერთოდ ეჭვს არ იწვევს”
პრეზიდენტის განცხადებით, ადეიშვილი არ იყო კორუმპირებული და მისი სახელი ბევრ რეფორმას უკავშირდება:
“ზურა, გარდა ყველაფრისა, ებრძოდა კორუფციას. კორუფციასთან ბრძოლა, ეს ჰაერიდან კი არ ჩამოვარდა. ბოლო პრობლემა, რაც წარმოიშვა პორკურატურასა და ბიზნესს შორის, ვფიქრობ, უფრო ლიბერალური გარემო უნდა ყოფილიყო, ვიდრე იყო. ზურაბ ადეიშვილზე რაც არ უნდა ითქვას, ის არ იყო კორუფციაში და თვითონ არც ერთ თეთრს არ მიკარებია.”
სააკაშვილის განცხადებით, ადეიშვილი ბევრ რეფორმას ახორციელებდა: “ის რაღაცას თუ აკეთებდა, ცუდად ან ვერ აკეთებდა, აკეთებდა იმ მოტივებით, რომ თავისი ჭკუით აკეთებდა ქვეყნისთვის. ამიტომ სხვადასხვა მოტივაცია არსებიბს. ბევრი შეცდომა იყო დაშვებული.”
პრეზიდენტის შეფასებით, ადეიშვილს ქვეყანა არ უნდა დაეტოვებინა:” იუსტიციის სახლები რომ აშენდა, ყველა ზურაბ ადეიშვილის გაკეთებულია. თელავი, ყვარელი. სიღნაღი, ძალიან ბევრო პროექტები, პირდაპირ ზურა ადეიშვილის მეთვალყურეობის ქვეშ იყო. “
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ადეიშვლზე საქმე აღძრა იმ პორკურორმა, რომელიც ყველაზე კორუმპირებული იყო:”ეს პროკურორი არის გაქსუებული, გატუტუცებული, ერთ- ერთი პარლამენტარის ოჯახის წევრი. ზურაბ ადეიშვილის სახლში რომ ვიყავი მე არჩევნების წინ, ისევე ცხოვრობს მისი ოჯახი ყვარელში, როგორც საარჩვნო კამპანიის დროს. ერთი ის არ მიმატებია. იგივე სახლი. ბევრი რამით უკამყოფილო ვიყავი, რასაც აკეთებდა, მაგრამ ერთი რაღაც უნდა გავიაზროთ, რაც არ უნდა გაბრაზებულები ვიყოთ, ისევ იმავე სახლში ცხოვრობს და იგივე საბანკო ანგარიშები აქვს. იქაც, სადაც წავიდა და წამოვიდა, სამსახურის შოვნის პრობლემა არ აქვს, რადგან მაღალი კვალიფიკაციისაა. ”

