“მე არაერთხელ ვთქვი, რომ საქართველოში იქნება ხელისუფლების ცვლა, ვაპირებდი საერთოდ პოლიტიკიდან წასვლას,” – განაცხადა სააკაშვილმა. თუმცა, მისივე თქმით, ამას ხმამაღლა არ აცხადებდა იმის გამო, რომ ეს შეიძლება გამხდარიყო მისი პოლიტიკური გუნდის მარცხის საფუძველი.
სააკაშვილის თქმით, არ აპირებდა, პუტინის მსგავსად, პრეზიდენტობის შემდეგ გამხდარიყო პრემიერ-მინისტრი. მისი განცხადებით, ამ პერსპექტივით საქართველო ვერასდროს გახდებოდა ევროკავშირის წევრი ქვეყანა:
“საქართველოს რეპუტაცია ბევრად მეტია ჩემთვის, ვიდრე ყველაფერი სხვა”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ეს განცხადებები “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გადაცემა “აქცენტებში” გააკეთა.
