საზოგადოებრივი არხის გადაცემა “აქცენტებში” მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ რიყის მიმართ ინტერესები ბიძინა ივანიშვილს ყოველთვის ჰქონდა:
“ეს რიყის თემა არის პირველი, სადაც ივანიშვლის აქვს ინტერსი. რაც ეს მთავრობა მოვიდა, ამბობს, რომ უნდა დაინგრეს მშვიდობის ხიდი და ახალი კულტურის ცენტრი. ეს პარკი იქ არ უნდა იყოს. მე ბიძინა ივანიშვლს ვიცნობ დიდი ხანია და მას აინტერესებდა რიყე და ეს მიწა. მე შემიძლია ამის დადასტურება. პირადი ინტერესი ჰქონდა ყოველთვის. ამ მიწისთვის ის ყოველთვის იბრძოდა პატარკაციშვილთან. ორი რუსი ოლიგარქის შეტაკება იყო ამ მიწის თაობაზე. შემდეგ მესამე შემოვიდა- დავით იაკობაშვილი, რომელიც კიდევ ერთი რუსი მილიარდერია ქართული წარმოშობის. რიყე არის ძველი თემა და არაფერი კავშირ არ აქვს ბოლო თვეების მოვლენებთან. ეს თემა მახსოვს 2004 წლიდან.”

მიხეილ სააკაშვილმა სევდია უგრეხელიძის უგულავას მოდგილედ დანიშვნასაც გამოეხმაურა:
“გიგი უგულავამ პირველ მოადგილედ დანიშნა სევდია უგრეხელიძე. ახლა ბრძოლა მიდის ძალაუფლებისათვის. მთელი ეს თვები და კვირები მიდის ლაპარაკი და ხელების გადაწევა. ამას ნაკლები კავშირი აქვს ქვეყნის ინტერესებთან და ხალხისთვის რაღაცის გაკეთების მცდელობასთან. მთავრობა თვლის, რომ მას არ აქვს ძალაუფლება, თუ ამ სასახლეში თვითონ არ სხედან. რომელიმე ადგილას მმართვლობაში სხვა ზის. “
მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, სევდია უგრეხელიძის თბილისის მერის პირველ მოადგილედ დანიშვნა ნიშნავს იმას, რომ თუ ისინი სასამართლოს წესით შეეცდებან გიგი უგულავას ჩამოშორებას მერის თანამდებობიდან, მერი ავტომატურად გახდება სევდია უგრეხელიძე.
“რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს, აქ მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება, როგორც ჩანს, შემდეგი ბრძოლის ხაზი გადის თბილისის მერიაზე ” – განაცხადა მიხეილ სააკაშვლმა.






