გიგი უგულავამ გამოძიების მიერ წაყენებული ბრალდების საპასუხოდ თავის პირველ მოადგილედ დანიშნა თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი სევდია უგრეხელიძე, ხოლო მოადგილეობა შესთავაზა ყოფილი პრემიერსა და შს მინისტრს ვანო მერაბიშვილს.

 

“თბილისის მერიას ვერ დაეპატრონებიან… თუ ჩემი ქვეყნის თავისუფლების გზა გადის ომზე, მე მზად ვარ წავიდე ამ ომში; თუ ჩემი ქვეყნის თავისუფლების გზა გადის ციხეზე, მე მზად ვარ, ასევე, წავიდე ციხეში; თუ ჩემი ქვეყნის თავისუფლების გზა გადის სიკვდილზე, მზად ვარ წავიდე ამაზე, მაგრამ შიზოფრენიულ, ჩანასახოვან დიქტატურას არასდროს არ შევეგუები”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

 

თბილისის მერმა იმ ბრალდებებზეც ისაუბრა, რომელსაც მას გამოძიება ხვალ წაუყენებს:

 

“პირველ ბარლდებაზე გამოძიება ამ საკითხში გვედავება ადამიანების დასაქმებას. დიახ, ეს ადამიანები დავასაქმეთ, ვთვლი, რომ გავაკეთეთ სწორი”.

 

მისივე თქმით, “თბილსერვის ჯგუფში” დასაქმებული 700 ქალბატონი გამოძიებამ დაკითხა არასწორად და სასამართლოზე გამოჩნდება სრული სიმართლე:

 

“ამ ეპიროზდში გამოძიება ფულის არა მოპარვას, არამედ ხელფასებად დარიგებას გვედავება”, – განაცხადა უგულავამ.

 

თბილისის მერის თქმით, მეორე ეპიზოდი საერთოდ მწვერვალია აბსურდის:

 

“როდესაც მე გავხდი მერი, რიყის ტერიტორია იყო დანიავებული… მე ვამაყობ, რომ ქალაქის ცენტრის ეს მარგალიტი დაუბრუნდა ხალხს. ბრალდება აქაც მივიდა იმ დასკვნადე, რომ ფული დაკავშირებული გარკვეულ ტრანზქციებთან წაუღია ჯოზეფ ქეის და ტელევიზია არის პატარკაციშვილების ოჯახის საკუთრება და აქაც ბრალს მიყენებენ მე. ესეც აბსურდის თეატრია… მადლობელი ვარ იმისთვის, რომ აღიარეთ, რომ კორუფცია გამოიხატება იმაში, რომ ფული არ წაგვიღია და თურმე მესამე პირმა რაღაცა წაიღო და აქაც არავინ არ გვედავება იმაში, რომ ვიღაცამ ეს ფული სახლში წაიღო”, – განაცხადა უგულავამ.

 

უგულავას თქმით, 2005 წლიდან, როდესაც თბილისის მერი გახდა, ბიძინა ივანიშვილს არაერთგზის ჰქონდა სურვილი დაპატრონებოდა ამ ადგილს:

 

“ქალაქის ძველი იპოდრომის ნაწილში მან ეს მოაზერხა და მან ეს ვერ მოახერხა რიყეზე, რასაც ის განიცდიდა და ეს არაერთგზის აღუნიშნავს, სანამ პოლიტიკაში მოვიდოდა”, – განაცხადა უგულავამ.

 

გიგი უგულავას საბიუჯეტო სახსრების მითვისება-გაფლანგვისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებას ხვალ წაუყენებენ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *